ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხზე შესაძლოა, 19 ოქტომბერს შეთანხმდნენ
ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხზე შესაძლოა, 19 ოქტომბერს შეთანხმდნენ, - ამის შესახებ შეჩერების მექანიზმის საკითხზე მომხსენებელმა, "ევროპის სახალხო პარტიის" წევრმა, ესპანეთის წარმომადგენელმა აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგამ LIBE-ს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.