2017-05-14 11:56:19, 2584 ნახვა
მსოფლიო
ლიონის მუზეუმიდან 1800 ძვირფასი ქვით შემკული გვირგვინი მოიპარეს
1800 ძვირფასი თვლით შემკული მე-19 საუკუნის ძვირფასი გვირგვინი საფრანგეთის, ქალაქ ლიონის რელიგიური ხელოვნების მუზეუმიდან მოიპარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ექსპონატი ღამის საათებში გაიტანეს შენობიდან.
1899 წელს შექმნილი გვირგვინის ღირებულება მილიონ აშშ დოლარზე მეტია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან