დღეს რუსეთში, მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, გლოვის დღეა გამოცხადებული. პირველი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 10 ცხედარი იყო, სოჭიდან მოსკოვში უკვე ჩავიდა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ბერლინში საშობაო ბაზარზე ტერაქტის მოწყობაშია ეჭვმიტანილი, იტალიაში სამართალდამცველების მიერაა ლიკვიდირებული, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" ინტერნეტში გაავრცელა ორი თურქი სამხედროს ცოცხლად დაწვის ვიდეოკადრები, - ამის შესახებ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოზე სრული კონტროლის აღდგენის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს, - ამის შესახებ BBC სირიის არმიის მეთაურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქეთის ძალებსა და ტერორისტული დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" შორის შეტაკებების შედეგად 14 თურქი სამხედრო დაიღუპა, 33 კი დაშავდა, - ამის შესახებ თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More