|
2017-07-27 19:02:31, 3090 ნახვა
მსოფლიო
კიევში მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
უკრაინის დედაქალაქ კიევში მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეებს პოლიციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისასვლელი გზა გადაუკეტა. ვითარება მალევე განიმუხტა. პოლიციას არც ერთი პირი არ დაუკავებია. შეგახსენებთ, კიევში აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა გააპროტესტეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, საქართველოს ექს პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით განმარტება დღეს გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „ინტერფაქსს“ დაუდასტურა, რომ პოროშენკომ რეკომენდაციის საფუძველზე, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის განკარგულებას ხელი მოაწერა. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საიტზე არ გამოქვეყნდება, გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია. პოროშენკოს ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საიმიგრაციო სამსახურმა წარადგინა სარწმუნო ფაქტები მოქალაქეობის განაცხადის გაფორმებისას, არასაიმედო ინფორმაციის მოწოდების შესახებ, რის შემდეგაც მოქალაქეობის საკითხებში პრეზიდენტთან არსებულმა კომისიამ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ და პრეზიდენტს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ურჩია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)