სუბარი: რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, ისნის ჰოსპიტალში შესახლებულებს შენობა არ დაუკანონდებათ
„კატეგორიულად ვამბობ, რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ“,-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ბრიფინგზე განაცხადა.