23:47 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 19:49:15, 718 ნახვა

კომენტარი
ლევან გაჩეჩილაძე: შესაძლებელია, მე და გიორგი ისაკაძე რაღაც ვადაში ერთმანეთს დავემშვიდობოთ

მაესტროს  გენერალური დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრა   ბიზნეს - კონტაქტის ავტორ გიორგი ისაკაძესა და არხის ფინანსურ დირექტორს თემურ გაჩეჩილაძესთან  დასრულდა.

როგორ შეხვედრის შემდეგ ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მთავაროი ამოცანაა, შ.პ.ს სტუდია მაესტროს შემოსავლები  არ დაზიანდეს. გაჩეჩილაძემ შეხვედრის დეტალებზე ვრცლად ისაუბრა;

"მთავარი საუბრის ორი თემაა,  პირველი თემაა გადაბარების საკითხი, რომელიც მრავალმხრივი და მრავალმოცულობითია.გადაბარებას სჭირდება აუდიტი, სჭირდება ინვენტარიზაცია, სჭირდება ფინანსური მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გეგმები.  ბატონი თემური ასრულებს დირექტორის მოადგილის მოვალეობას და მან აღმითქვა, რომ ჩვენს შორის იქნება  ძალიან სერიოზული თანამშრომლობა და ჰარმონია.

მე და გიორგის გვქონდა ასეთი ლაპარაკი, რომ შესაძლებელია რაღაც ვადაში ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობოთ  მისი ინიციატივით, მაგრამ მანამდე  ხვალ ზეგ გვაქვს ძალიან სერიოზული შეხვედრები დაგეგმილი იმასთან  დაკავშირებით,   რომ მაესტროს დღევანდელი ეთერი ეს არის მაესტროს პროდუქტი, შპს სტუდია მაესტროს პროდუქტი. შპს სტუდია მაესტროს პროდუქტს, მიუხედავად იმისა, რომ შპს სტუდია  მაესტრო გაკოტრებაზეა შესული  ბაია გადაბაძის ინიციატივით სასამართლოში, პროდუქტს აქვს 10 მლნ ლარიანი შემსოსავალი. ამ პროდუქტს ქმნის მათ შორის გიორგი ისაკაძის მიერ  წარმოებული  პროდუქტები, ეს იქნება საქმიანი დილა, ბიზნესკონტაქტი ანალიზი, თუ ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩემი,  როგორც გენერალური დირექტორის,  მთავარი ამოცანაა, რომ არ დაზიანდეს შპს სტუდია მაესტროს შემოსავალი  იმიტომ, რომ ეს დააზიანებს თითოეული მაესტროს თანამშრომლის შემოსავალის ჯიბეს, ეს პროდუქტი რომ მოხვდეს სხვაგან, შპს სტუდია მაესტროს შემოსავლები მითუმეტეს გაკოტრების პროცესში შემცირდება და ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ასეთი რამე არ მხოდეს. მეც, გიორგი ისაკაძეც და თემურ გაჩეჩილაძეც, ის დამხვდა ფინანსურ დირექტორად (იცინის). ჩვენ ვართ სუყველა სტუდია მაესტროს თანამშრომლები და ჩვენი მთავარი პრიორიტეტული ამოცანაა, როგორც შპს სტუდი მაესტროს თანამშრომლების, რომ შემოსავლები კიარ მოვაკლოთ სტუდია მაესტროს, არამედ შემოსავლები ძალიან რაციონალურად რეიტინგის გაზრდის მიხედვით გავზარდოთ.

ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება დავშორდეთ კიდევაც, მაგრამ ჩვენ სულ ყველა ვართ სამართლამემკვიდრეები იმ მოცემულობის, რა მოცემულობაც დაგვხვდა.

არასტაბილური გაკოტრების ზღვარზე მყოფი მაესტრო უნდა გადავარჩინოთ და რეაბილიტაცია გავუკეთოთ თითოეულ ჟურნალისტთან ერთად.ჟურნალისტი, რომელიც მეუბნება, რომ მას უნდა ჟურნალისტური თავისუფლება, რაღაცნაირად ისე გამოდის, რომ ჟურნალისტური თავისუფლება კიარა, გადაწყვეტილების მიღება უჭირს თავის თავზე და თუ ჩემთან თანამშრომლობას არ აპირებს, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ.ყველას აქვს უფლება, თავისი მომავალი დაგეგმოს. ვისაც შეუძლია, რომ ძალიან ადვილად ახალი სამსახური იშოვოს, მის ნიჭიერებას გაუმარჯოს",-განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics