წულუკიანი ოთო კახიძეს: მესმის, რომ თქვენ არ მოგწონვართ და ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია
„ვანო მერაბიშვილის საქმეზე თქვენ იყავით ადვოკატი და გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ გამარჯვებად ასაღებთ არ არსებობს დღეს, იმიტომ რომ გასაჩივრდა დიდ პალატაში და დიდმა პალატამ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არ შედის ძალაში“, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთო კახიძის კითხვას, რომლის შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეს ეხებოდა.