|
2016-12-05 18:37:40, 1607 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მარიამ ჯაში: დღეს პიკეტირების გაგრძელების საფუძველი არ გვაქვს
აუდიტორია 115- ისა და თვითმმართველობის წევრებთან შეხვედრა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე დასრულდა.სტუდენტებს კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა 12 კითხვა გადასცა, რომელთან დაკავშირებითაც ორივე მხარემ 2 კვირაში სიღრმისეული ანალიზი უნდა წარადგინოს. შეხვედრის ბოლოს ჯაშმა სტუდენტებს პროტესტის შეწყვეტის თხივნით მიმართა: "ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო, რომ დიალოგი რეალურად კონსტრუქციულ რეჟიმში გადაგვეტანა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ვეთანხმები სტუდენტების თანაბარ უფლებას, როგორც არჩევის წესთან, ასევე ფინანსური რესურსების წვდომასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი ძალიან ბევრ დეტალს ითვალისწინებს, არსებული სისტემების მართვასთან დაკავშირებით. ასევე აუცილებელია, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ეფუძნებოდეს არგუმენტირებულ, ძალიან დეტალურ ანალიზს, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებას და სწორედ 12 კითხვა, რომელიც 5 ბლოკად არის ჩამოყალიბებული, მე გადავეცი სტუდენტების ორივე მხარეს დასამუშავებლად და შემდეგ წარმოსადგენად, გაზიარებულია, ვფიქრობ იყო საერთო თანხმობა, რომ ეს არის სწორედ ერთობლივი მსჯელობის გზა, რომელიც რეალურად მიგვიყვანს ქვეყნისთვის ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე, 2 კვირის პერიოდში მე ველოდები აღნიშნულ კითხვებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ, სიღრმისეულ ანალიზს, კონკრეტული ქვეყნების მაგალითით და წყაროების მითითებით, ეს იქნება ძალიან კარგი პრეცედენტი, რომ ჩვენ აქცია გადავიტანოთ კონსტრუქციაში და ეს კონსტრუქცია ეფუძნებოდეს რეალურ გამოცდილებას, რეალურ ცოდნას და არგუმენტაციას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ვიმსჯელოთ კანონის ცვლილებებზე. პიკეტირებასთან დაკავშირებით, მე კიდევ ერთხელ მივმართე აუდიტორია #115-ის წარმომადგენლებს, რომ დღეს რეალურად საფუძველი პიკეტირების გაგრძელების არ გვაქვს",-აღნიშნა მარიამ ჯაშმა. ჯერჯერობით უცნობია შეწყდება თუ არა მე- 6 კორპუსის პიკეტირება. ეს თსუ-ში დარჩენილ სტუდენტებთან კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)