ტუღუში უმრავლესობას: მუდმივად აპელირებთ იმ 9 წელზე, ჩვენც შეგვიძლია იმ 4 წელზე ვისაუბროთ, როდესაც უამრავი უფლებადარღვევა მოხდა
„თქვენ მუდმივად აპელირებთ იმ 9 წელზე, ჩვენ ანალოგიურად შეგვიძლია ვისაუბროთ ბოლო 4 წელზე როდესაც მოწმენი ვართ უამრავი უფლებადარღვევის, რომელიც უკავშირდება ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას, ვებგვერდებზე ატვირთვას და მერე ამის პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენებას“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ტუღუშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. მოსმენების საკითხს განიხილავენ.