მარგველაშვილი: სასამართლო პროცესს თან ახლდა ძალიან მძიმე პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც ღია ეთერით გვესმოდა
„ქვეყანაში დემოკრატიული მდგომარეობა, ადამიანის უფლებები, მედია პლურალიზმი, პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება, ინსტიტუტების მდგრადობა, ბუნებრივია, არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემადგენელი ნაწილი, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია „მაესტროს“ შეკითხვას, რომელიც „რუსთავი2“-თან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს როლს ეხებოდა.