00:19 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 12:35:10, 1905 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ჩვენს ბავშვებს გაზაფხულის არდადეგები დავუბრუნეთ

„ჩვენს ბავშვებს გაზაფხულის არდადეგები დავუბრუნეთ. ძალიან პოზიტიური ნაბიჯი აღმოჩნდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

დეტალებზე კი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა. 

მისი თქმით, ამ არდადეგებზე ზამთრის კურორტებზე დაახლოებით 10 000 ბავშვი იყო. 

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 300 ბავშვი მცირე სკოლებიდან იყო სახელმწიფოს დაფინანსებით, ისეთი ხალხი, რომელიც შეიძლება ვერც ხვდება ზამთრის კურორტებზე თავისით, დიდი მადლობებია. დიდი გეგმები გვაქვს. მომავალ წელს, ვფიქრობთ, მასშტაბი იქნება გაცილებით დიდი. ფედერაციაც ძალიან დაგვეხმარა. შეჯიბრებები ჩატარდა, სპორტული სკოლები ძალიან აქტიურად იტყვნენ ჩართული და მთის კურორტების კომპანიამ კარგად იმუშავა, ყველანაირად გვერდში გვედგა“, - აღნიშნა ჯეჯელავამ. 

აქვე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთის კურორტი ყველა შემოსავლის მქონე ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. 

„რაც უფრო მეტი ბავშვი შეძლებს, რომ ისარგებლოს ამ ძალიან კარგი შესაძლებლობით, რომ გაჯანმრთელდეს, ჩაერთოს ზამთრის სპორტში, ასევე გაიზიაროს ის პოზიტიური განწყობა, რომელიც მთის კრორტს ყოველთვის თან ახლავს, მით უფრო უკეთესია. ეს პირველი წელი იყო, როცა ჩვენ ეს დავაბრუნეთ. იმედი მაქვს, ეს მასშტაბი მომავალი წლისთვის გაიზრდება. როგორც ვიცი არაერთი სასტურმო თუ სპორტსკოლა ემზადება, რომ ინფრასტრუქტურა მოამზადოს იმისათვის, რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმისაწვდომი ყველა შემოსავლის მქონე ადამიანისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics