პრემიერი უვიზო მიმოსვლაზე: მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ მიღწევას გავუფრთხილდეთ
ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ღირსეულად ვატაროთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელოვანი უფლება, განსაკუთრებით, საწყის პერიოდში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იტალიაში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.