01:54 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 13:29:23, 2207 ნახვა

სამართალი კომენტარი
შალვა ხუციშვილი: ბათუმის შემთხვევა საქართველოს პოლიციის გამოცდილებაში უპრეცედენტო იყო

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს პოლიციის გამოცდილებაში ბათუმის შემთხვევა უპრეცედენტო იყო, რადგან  მოვლენები სტიქიურად განვითარდა და ორგანიზატორები წინასწარ არ იყო ცნობილი.

მისი თქმით, პოლიცია  აღნიშნულ მოვლენამდე არ იყო მზად განსხვავებით სხვა აქციებისგან, როცა  წინასწარ იღებს უსაფრთხოების ზომებს.

ხუციშვილის შეფასებით, ამ პირობებში პოლიციამ შეძლო, ძალიან ორგანიზებულად ემართა სიტუაცია და დროზე მოეხდინა ძალების მობილიზება.

„ეს არ არის მთელი ბათუმის გადაწვა, როგორც მიდის საუბარი, იყო ერთ კონკრეტულ ქუჩაზე, იმ ქუჩის ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე განვითარებული მოვლენები, რომელიც მიმართული იყო უშუალოდ პოლიციის წინააღმდეგ და არ ეხებოდა სხვა მოქალაქეებს. ჩვენ ქალაქში გვქონდა კონტროლი, გარკვეულად შეუმჩნევლად პატრულირება პოლიციის მიერ მაინც ხორციელდებოდა და სრულად ვაკონტროლებდით ვითარებას, ნებისმიერი განვითარებისთვის ვიყავით მზად, თუ ეს ხალხი გაიშლებოდა და დაიწყებდა სხვა ქუჩებზე გადასვლას. მესამე ფაქტი, რაზეც არის საუბარი ბოლოს, რატომ დაშალეს და ა.შ. ამ შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭა ადამიანის ჯანმრთელობას, როდესაც გაწმენდა დავიწყეთ ამ ქუჩების, მაშინ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ისევ აგრძელებდნენ  იმ საქმიანობას, არავინ თავისი ნებით არ დაშლილა და ისეთი ელფერი აქვს მიცემული თითქოს, პოლიცია ყველა რომ დაიშალა, შემდეგ მოვიდა. ორგანიზებულად იმუშავა პოლიციამ იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა პირი, ვინც აიღებდა პასუხისმგებლობას და ვისთანაც შედგებოდა მოლაპარაკება. ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენ გვყავს ხოლმე ორგანიზატორები, რომლებსაც ველაპარაკებით და პროცესს ისე ვმართავთ. ეს იყო პირველი გამოწვევა და ჩვენ ამ გამოწვევას ვუპასუხეთ“, - განაცხადა ხუციშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics