ოთარ აბესაძე: მინდა ოჯახს, მეგობრებსა და საზოგადოებას სინანულით მოვუხადო ბოდიში, არ ვარ ცუდი ადამიანი
„მინდა ოჯახს, მეგობრებსა და საზოგადოებას სინანულით მოვუხადო ბოდიში, არ წარმოვადგენ მე იმ საშიშროებას, საფრთხეს, რომ საქმის მსვლელობას შევუშალო ხელი“, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა ოთარ აბესაძემ განაცხადა, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.