გიორგი გახარია: ქუთაისის აეროპორტში წელს და მომავალ წელსაც ბევრი სიახლე გველოდება
,,ქუთაისის აეროპორტი, როგორც პროექტი და ასევე კომპანია Wizzair- თან გაფორმებული კონტრაქტი არის წარმატებული, რადგან ამას მოყავს კიდევ უფრო მეტი ტურისტი საქართველოში“- ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრისა და დაWizzair - ის კომერციული დირექტორის,ჯორჯ მიხალოპულოსის შეხვედრაზე Wizzair-ის ახალი რეისების, ქუთაისის აეროპორტში კომპანიის მეორე ბაზის დამატებისა და ტერმინალის გაფართოების საკითხები განიხილეს.