06:28 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-15 14:47:06, 1831 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: ახალი კონსტიტუცია და მიწების ივანიშვილისთვის გადაცემა იყო ბოლო წვეთი, რამაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ახალი კონსტიტუციის მიღება და მიწების ბიძინა ივანიშვილისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემა იყო ბოლო წვეთი, რამაც ქართველი ხალხი ქუჩაში გამოიყვანა.

როგორც გოცირიძემ მეტრო „რუსთაველთან“ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, მათი ამოცანაა, ქვეყანა კლანური მმართველობისგან გადაარჩინონ.

„ივანიშვილმა იყიდა მთელი პარლამენტი, იყიდა კონსტიტუცია, ყიდულობს სიმბოლურ ფასდა მიწას და მისი სურვილია იყიდოს მთელი ქვეყანა. ჩვენი ამოცანაა, გადავარჩინოთ საქართველო კლანური მმართველობისგან. ბოლო წვეთი იყო კონსტიტუციის მიღება და თბილისის ასე უხეშად მითვისება, რომელმაც ხალხი გამოიყვანა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, მეტრო „რუსთაველთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი თბილისის საკრებულოს 10 სექტემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს  „თაბორი რიზორთს“ და „თბილისი სითის“ მიწის ნაკვეთები გადაეცა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics