შსს-ს აჭარის ქვედანაყოფების თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის ა/რ განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა აქციის – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.