|
2015-05-17 12:30:42, 461 ნახვა
საზოგადოება
ანასეულში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში მაისის ბოლოს ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნება, - მშენებარე ქარხანას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობდა. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 971 961 აშშ დოლარია, საიდანაც 388 784 აშშ დოლარი სახელმწიფო თანადაფინანსება, ხოლო 485 982 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. ქარხანაში უკვე დამონტაჟებულია შესაბამისი დანადგარები და სამუშაოების დასრულების შემდეგ 20-მდე ადამიანი დასაქმდება. საწარმო პირველ წელს 1 000 ტონამდე ხილის გადამუშავებას გეგმავს, ხოლო მომდევნო წლებში, გადასამუშავებელი ნედლეულის მოცულობა 3 000 ტონას მიაღწევს. ხილის გადამუშავების შედეგად მიიღება ხილფაფის წარმოება, რომელსაც სპირტიანი სასმელების საწარმოებლად გამოიყენებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)