თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი გახდა
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი იქნება. თანხა აუნაზღაურდებათ სახელმწიფო ბაგა-ბაღებში დასაქმებულ იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც ამ განკარგულების მიღების მომენტისთვის უკვე იმყოფებიან დეკრეტულ შვებულებაში.