საქართველოს საგარეო უწყება ქუვეითში, ტუნისსა და საფრანგეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს 2015 წლის 26 ივნისს ქუვეითში, ტუნისსა და საფრანგეთში სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებულ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, რასაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.