|
2015-08-19 10:43:54, 536 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი პენიტენციური დაწესებულებების ექიმებს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და პენიტენციური დაწესებულებების მთავარ ექიმებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო მიმართულება სამინისტროსთვის პრიორიტეტია და სამედიცინო პერსონალს, სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება გააცნო. კახიშვილის განმარტებით, პენიტენციური სისტემის მდგრადობას პენიტენციური ჯანდაცვის გამართულად მუშაობა უზრუნველყოფს. მინისტრი მზადაა თანამშრომლების მხრიდან პენიტენციური ჯანდაცვის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის წინადადებები მოისმინოს და საინტერესო მოსაზრებები გაიზიაროს. „ჯანდაცვის მიმართულება არის ჩვენი სამინისტროს პოლიტიკის პრიორიტეტი, უკვე რამდენიმე წელია ჯანდაცვის სისტემა ჩვენთან ძალიან ეფექტურია და ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ მოკლევადიან გეგმებზე, რომელიც გვაქვს, ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რა შეიძლება გავაკეთოთ გრძელვადიანი რეფორმების კუთხით“ - განაცხადა კახა კახიშვილმა. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, მინისტრის მხარდაჭერა მათთვის დიდი სტიმულია და პენიტენციური ჯანდაცვის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელების საფუძველი შეიძლება გახდეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მომდევნო შეხვედრა პენიტენციური ჯანდაცვის წარმომადგენლებთან მომავალ კვირასაც იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)