დიღომში 2008 წელს დაღუპული ქართველი არტილერისტის ერეკლე ყულოშვილის სახელობის სკვერში ქართველ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 გმირის სულის მოსახსენიებელ სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად გორის სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 12 ნეშტის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული პენიტენციური დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თელავში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებულ 12 ადამიანის ნეშტს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More