22:23 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
თავდაცვის მინისტრმა გარდაცვილი სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრა

თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გარდაცვლილი სამხედროს, პირველი კლასის რიგითის, თამაზ თამარაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

 

თბილისის მერია: დადიანის გამზირის მონაკვეთის შეკეთების სამუშაოების შესყიდვა ლეგიტიმურად განხორციელდა

თბილისის მერია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ცოტნე დადიანის გამზირის („მალაკნების“ ხიდიდან ხუდადოვის ქუჩის შესახვევამდე) მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა ლეგიტიმურად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ  კანონის სრული დაცვით და იმ მოქმედი ნორმების გათვალისწინებით, რასაც ტენდერის გამოცხადებისას აღნიშნული კანონი ითვალისწინებდა. 

2016 წლის ბიუჯეტით პენსიის ზრდა არ იგეგმება

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საპენსიო უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტი 90 მილიონი ლარით გაიზარდა, თუმცა, პენსიის ზრდა არ იგეგმება.

პროექტის ’’წიგნი ყველა სოფელს“ ფარგლებში ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა“ ფშავ-ხევსურეთს ეწვევა

აღმაშენებლის ხეივნის 13-ე კოლომეტრზე მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურიდან წიგნებით დატვირთული „მოსიარულე ბიბლიოთეკა“ „წიგნი ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში ახლა უკვე ფშავ-ხევსურეთის სოფლებისკენ გაემგზავრა და საინტერესო ლიტერატურით 10-მდე სასკოლო ბიბლიოთეკას მოამარაგებს.

 

თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, გეგი ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა.

შს მინისტრი სომხეთის პოლიციის უფროსს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მოწვევით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის პოლიციის უფროსი ვლადიმერ გასპარიანი ეწვია.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქაღალდის არქივის ცენტრალიზებაზე მუშაობს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქაღალდის არქივის ცენტრალიზებას, ციფრულ ფორმატში გადატანასა და სისტემატიზაციას აგრძელებს.

 

დაავადებების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებას გააადვილებს

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა შეაფასა კლინიკა „ტრავმატოლოგის“ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რთველიშვილმა.

 

თბილისობის ბიუჯეტი 957 000 ლარამდე გაიზარდა

თბილისობის ბიუჯეტი გაიზარდა და ის 957 ათას ლარს შეაგდენს, ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. 

დავით ნარმანია: თბილისობაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდება ქალაქის ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის კონცეფციაზე

თბილისობა 17-18 ოქტომბერს გაიმართება, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მანვე აღნიშნა, რომ თბილისობის პროგრამა,   ძალიან საინტერესო გამოვიდა, რომელიც საზოგადოების ფართო ჩართულობის შედეგად მომზადდა.

სერგეენკო: პაციენტებს, რომლებიც ტუბერკულოზის სამკურნალო დანიშნულებას არ დაემორჩილებიან, სტაციონალურ პირობებში უმკურნალებენ

ტუბერკულოზის მკურნალობა საქართველოში სავალდებულო ხდება. აღნიშნულს "ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ"  კანონპროექტი  ითვალისწინებს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი პოლიტიკური წარსულით

გიორგი გვიმრაძის დანიშვნას "მოამბის" ჟურნალისტების  ნაწილი აპროტესტებს. როგორც ჟურნალისტებისგან გახდა ცნობილი, გვიმრაძეს სატელევიზიო სივრცეში მუშაობის გამოცდილება არ აქვს და "ნაციონალური მოძრაობის" კადრია.

მოსახლეობა თბილისის ვიცე-მერს ტყუილში ადანაშაულებს (ვიდეო)

პეკინის 23 ა  ნომერში მცხოვრებნი „ექსპრესნიუსთან“ თბილისის მერიაში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანებიან, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის ვიცე-მერსა და მოსახლეობას შორის შეთანხმების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. 

ზუგდიდის მერი ახალგაზრდული სათათბირო ორგანოს წევრებს შეხვდა

 ზუგდიდის მერი, ირაკლი გოგოხია მერის ახალგაზრდული სათათბირო ორგანოს წევრებს შეხვდა.

პარიზში, ლევილის შატოს მამულის საქართველოსთვის გადაცემის ტექნიკური დეტალები განიხილეს

პარიზში, საქართველოს საელჩოში ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემის და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა.

 

წლევანდელი თბილისობა განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

„თბილისობა 2015“ 17 – 18 ოქტომბერს გაიმართება და განსხვავებული ფორმატის იქნება. დაგეგმილი ღონისძიებების საბოლოო პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 977 000 ლარია გამოყოფილი.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics