17:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 17:27:15, 572 ნახვა

საზოგადოება
„გუდვილი“ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჰიპერმარკეტების ქსელი  „გუდვილი“ ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობაში, გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს 12:00 საათისთვის ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობაში, სადაც განთავსებულია გუდვილის ერთ-ერთი ფილიალი გაჩნდა ხანძარი, საბედნიეროდ ცეცხლს „გუდვილის“  ფართში არ შეუღწევია.

ტერიტორიიდან მომხმარებლების და მომუშავე პერსონალის ევაკუაცია დროულად განხორციელდა და მათგან არავინ დაშავებულა.

ხანძრის  სრულად ჩაქრობა ოპერატიულად განხორციელდა.

კომპანია „გუდვილი“ დიდ მადლობას უხდის მომხმარებელს მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, ასევე კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უსწრაფესი რეაგირებისათვის. განსაკუთრებული მადლობა სახანძრო და სამაშველო სამსახურს თავდაუზოგავი და პროფესიონალური მუშაობისთვის, რომელთაც შეძლეს ინციდენტის უსწრაფესად აღმოფხვრა.

„გუდვილი“ ხვალ  18:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას და ელის თავის მომხმარებელს“, - ნათქვამია „გუდვილის“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics