საჩხერის სამედიცინო ცენტრში 13 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე, იმერეთის რეგიონის მოსახლეობას, ადგილობრივ ექიმებთან ერთად, უფასო კონსულტაციებს გაუწევენ თბილისიდან მოწვეული ექიმები - ნეიროქირურგი, უროლოგი, ენდოკრინოლოგი, ანგიოლოგი, გინეკოლოგი, მამოლოგი, კარდიოლოგი.