07:22 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 18:02:14, 1769 ნახვა

საზოგადოება
„ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ“ დასუფთავების აქცია გამართა

დღეს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ“  ქუთაისში, სალოკომოტივო დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გამართა.

ასოციაციის მიერ ქუთაისის სალოკომოტივო დეპოს ტერიტორია სპეციალურად იქნა შერჩეული. 140 წლის წინ, 1877 წელს  რკინიგზის  ,,რიონი - ქუთაისის" განშტოების მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისი  რკინიგზის ცენტრალურ მაგისტრალს შეუერთდა და შესაძლებელი გახდა ქუთაისიდან მატარებლით მგზავრობა. შესაბამისად, დღეს გამართული დასუფთავების აქცია, ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ აღნიშნულ საიუბილეო თარიღს მიუძღვნა. 5 ივნისი კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ გარემოს დაცვის დღედ  1972 წლიდან გამოაცხადა. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია წელს პირველად შეუერთდა.

რკინიგზელთა ასოციაციის აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართული სალოკომოტივო დეპოს თანამშრომლები. რკინიგზელებს გარემოსდაცვით სამუშაოებში საქართველოს რკინიგზის შვილობილი  კომპანიის ,,GR Logistic & Transit"-ის თანამშრომლებიც ეხმარებოდნენ. საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით აქციაში  ქუთაისის ა(ა)იპ ,,სპეციალური  სერვისები"-ს სამსახური ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია 2012 წელს დაარსდა და მისი უმთავრესი მიზანი რკინიგზის სექტორის განვითარება და პოპულარიზაცია იყო. დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციამ, საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის ხელშეწყობით,  რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ასოციაციის ინიციატივითა და ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის" ხელშეწყობით  ტექნიკური უნივერსიტეტის  სარკინიგზო მიმართულების წარჩინებული  სტუდენტები  სტიპენდიას იღებენ, ხოლო მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სწავლის საფასური 50 % ფინანსდება. გასულ წელს ,,სარა"-მ საქართველოს რკინიგზასთან ერთად,  ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, სარკინიგზო სასწავლო ლაბორატორია დააარსა. ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის პრიორიტეტი  საგანმანათლებლო პროექტებია, თუმცა, აქტიურად მართავს სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებსაც.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics