საავტომობილო გზების დეპარტამენტი თუშეთში გამგზავრების მსურველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებს
მოსახლეობას და თუშეთში გამგზავრების მსურველებს ვაფრთხილებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრამდე გზის საფარი თოვლისაგან თავისუფალია, თუმცა, მიუხედავად ამისა, სტიქიის ზონის სიახლოვეს არის ინტენსიური ქვათა ცვენა და დაუშვებელია როგორც ფეხით, ასევე ავტომანქანით გადაადგილება, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე არსებული მეწყრულ მოვლენებს ეხება.