19:33 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 13:19:34, 1692 ნახვა

საზოგადოება
Кавказский Узел აფგან მუხთარლიზე: აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა დაცვის მხარის მოთხოვნა, შეისწავლოს საქართველოს საზღვარზე აფგან მუხთარლის დაკავების დეტალები, არ დააკმაყოფილა, -ამის შესახებ სააგენტო "კავკაზსკი უზელი" იუწყება.

აზერბაიჯანელი ადვოკატების ელჩინ სადგიოვის განცხადებით, ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ჟურნალისტის თბილისში გატაცების ვერსიის განხილვა არ სურს. 

"ვითხოვდით თითების ანაბეჭდების ექპერტიზას, იმისათვსი რომ დაგვედგინა ჰქონდა თუ არა აფგან მუხთარლის 10 ათასი ევრო, რომელსაც ედავებიან. ასევე ვითხოვდით სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებს, თუმცა ყველაფერზე უარი გვითხრეს. კიდევ ერთი მოთხოვნა გვქონდა, რომელიც ასევე არ დაგვიკმაყოფილეს. კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომაროება და ძალადობის ნიშნები დაგვეფიქსირებინა, თუმცა ექპერტიზა თვითონ ჩაატარეს და განგვიცხადეს, რომ დაცვის ქვეშ მყოფს ძალადობის კვალი არ აქვს", - განაცხადა სადიგოვმა. 

ამასთან, ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, მუხთარლი ალიევის პირადი პოლიტიკური პატიმარია და შესაბამისი უწყებებისგან საქმის გამოძიების შესწავლის იმედი არ აქვს. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სესიაზე რეზოლუციის პროექტზე „მუხტარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ დებატები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics