„ქართული მარში” ხვალ „ქართული ოცნების“ ცენტრალური საარჩევნო შტაბის პიკეტირებას გეგმავს.
მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მეტროს ვაგონების მოდერნიზებას აგრძელებს.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვა და შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნის ადვოკატირება კვლავ რჩება სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ–ერთ მთავარ მიმართულებად.
21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო საარჩევნო სუბიექტების რიგით ნომრებს წილისყრით ვადებში - 11 სექტემბერს განსაზღვრავს.
მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ლაშა მესხი საქართველოს ექს პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტებთან სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება. ლაშა მესიხს თქმით, სააკაშვილმა მედიაში დასაქმებულ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა და ეს პროგრესულმა პოლიტიკოსმა არ უნდა იკადროს:
ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთის ფერდობზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წალკის მუნიციპალიტეტში ავრანლო-გუმბათის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
საარჩევნო ადმინისტრაცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის განაგრძობს ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More