|
2017-10-16 15:11:00, 1784 ნახვა
საზოგადოება
კატალონიის ლიდერი დამოუკიდებლობის შესახებ განცხადებას აყოვნებს
ოფიციალური მადრიდის მიერ დაწესებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს მარიანო რახოის წერილი გაუგზავნა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პუჩდემონს ესპანეთის პრემიერთან შეხვედრა სურს. კატალონიის მეთაურის წერილში ნათქვამია, რომ პუჩდემონი პრემიერს უახლოესი ორი თვის განმავლობაში დიალოგის დაწესებას სთავაზობს. ამასთან, მედია წერს, რომ წერილში ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ საუბარი არაა. ესპანეთის იუსტიციის მინისტრის რაფაელ კატალას ინფორმაციით, კატალონიის ულტიმატუმის ვადა სავარაუდოდ ხუთშაბათამდე გადაიწევს. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა. ესპანეთის ხელისუფლება კატალონიას აფრთხილებს, რომ შესაძლოა კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, რომელიც რეგიონისთვის, ავტონომიის სტატუსის წართმევას გულისხმობს.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)