ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე მზადაა, გამოძიების კითხვებს უპასუხოს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე მივიდნენ. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, გიორგი მამალაძე მზადაა, გამოძიების შეკითხვებს უპასუხოს. თუმცა, დაცვის მხარის თქმით, დეკანოზი 90-იან წლებში ჩადენილ დანაშაულზე ვერაფერს იტყვის.