22:42 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 12:48:40, 2193 ნახვა

სამართალი
სახელმწიფოს მინდაძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 28 000 ევროს, ნემსიწვერიძისთვის კი, 16 000 ევროს გადახდა დაეკისრა

2017 წლის 1-ლ ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „დავით მინდაძე და ვალერიან ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ“ − გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

საქმე − „მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ“  ეხება წინა ხელისუფლების მიერ მომჩივნების − დავით მინდაძისა და ვალერიან ნემსიწვერიძის − მიმართ განხორციელებულ სხვადასხვა უკანონო ქმედებას, მათ შორის, წამებასა და უკანონო პატიმრობას.

იუტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა 28.000 ევროს გადახდა მინდაძის და 16.000 ევროს გადახდა ნემსიწვერიძის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით; ასევე, 4.800 ევროს გადახდა ორივე მომჩივნის სასარგებლოდ ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად.

„საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ორივე მომჩივანი დააკავეს 2004 წელს და ბრალი დასდეს საქართველოს პარლამენტის წევრთან (კ.გ.) დაკავშირებულ თავდასხმაში. ეროვნულმა სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო, მათ შორის, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობისთვის.

საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა:

კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) − დარღვევა ეხება 2004 წლის 13 მაისს პოლიციელების მიერ მომჩივან მინდაძის წამებას (სასტიკი ცემა და ელექტროშოკის გამოყენება). მე-3 მუხლის დარღვევა დადგინდა, აგრეთვე, 2004 წლის 13 მაისის წამების ფაქტის გამოძიების არაეფექტიანობის გამო.

მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) პირველი პუნქტის დარღვევა ეხება მომჩივნების წინასწარ პატიმრობას 2005 წლის 13 იანვრიდან 2005 წლის 7 ივნისამდე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ უკანონოდ ცნო. ამავე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევა ეხება 2004 წლის 10 ნოემბრის და 2005 წლის 7 ივნისის პატიმრობის შესახებ განჩინებების დაუსაბუთებლობას.

მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა ეხება მომჩივნების სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევას, რაც გამოიხატა მომჩივან მინდაძისაგან აღიარებითი ჩვენებისა და სხვა განცხადებების წამების გზით მოპოვებით; ასევე, მომჩივნების უფლების დარღვევით, ესარგებლათ მათი არჩეული ადვოკატის მომსახურებით სამართალწარმოების საწყისი ეტაპიდან“,-ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics