ირაკლი შოთაძე: არანაირ დირექტივებს და „მესიჯბოქსებს“ პროკურატურა მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებდა
„არანაირ დირექტივებს და „მესიჯბოქსებს „ პროკურატურა მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს“,-ასე გამოეხმაურა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ე.წ. მესიჯბოქსს პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე იღებს და მმართველი გუნდის დაკვეთებს ასრულებს.