|
2017-06-08 14:46:32, 2784 ნახვა
სამართალი
აშშ-ში დაკავებული რაჟდენ შულაია: გასაგებია, რაშიც მადანაშაულებენ, მაგრამ ვერ გავიგე რატომ
ნიუ იორკში დაკავებული რაჟდენ შულაიას განცხადებით, მისთვის გასაგებია რაში ედება ბრალი, თუმცა რატომ სდებენ მას ბრალს, არ იცის, - ამის შესახებ რაჟდენ შულაიამ სასამართლოს წინაშე გამოსვლისას განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რაჟდენ შულაია საბჭოთა მაფიის სინდიკატის ლიდერია. როგორც ამერიკული გამოცემა Las Vegas Review Journal-ის სტატიაშია აღნიშნული, შულაია ფედერალური სასამართლოს წინაშე ლას ვეგასში წარსდგა. სასამართლომ დაკავებულის ნიუ-იორკში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც საქმის გამოძიება მიმდინარეობს. Las Vegas Review Journal-ის ცნობით, რაჟდენ შულაია რუსეთის მოქალაქეა. სასამართლო პროცესზე შულაიას თარჯიმანი დასჭირდა. მისი განცხადებაც, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ადანაშაულებენ წარდგენილ ბრალდებებში - სხდომაზე თარჯიმანმა გადათარგმნა, მას შემდეგ რაც მოსამართლემ დაკავებულს ჰკითხა, გაიგო თუ არა კონკრეტულად რა ბრალდებები ჰქონდა წარდგენილი მას და დაჯგუფების სხვა წევრებს. მედია საშუალების ინფორმაციით, შულაია დაჯგუფებასთან ერთად აშშ-ის რამდენიმე შტატში უკანონო საქმიანობით იყო დაკავებული. ყველაზე ხშირად შულაია კანონს, ნევადაში, ფლორიდაში, პენსილვანიაში, ნიუ ჯერსიში და ნიუ-იორკში აღღვევდა. ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ შულაიას სასჯელის მოხდა ამერიკაში მოუწევს, რადგან ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან საექსტრადიციო შეთანხმება არ აქვს.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)