შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ქბრბ საფრთხეების შესახებ ტრენინგი დაიწყო
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და ჩართულობით, ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული საფრთხეების გამოვლენისა და მათზე რეაგირების საკითხებზე ტრენინგი დაიწყო.