16:12 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 15:01:40, 2203 ნახვა

სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს იტალიის კარაბინიერთა კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ტულიო დელ სეტე დელეგაციასთან ერთად ეწვია.

სტუმრებს შს მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, მინდია ლორთქიფანიძემ უმასპინძლეს.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს დეპარტამენტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოში, იალღუჯაზე, შსს-ს სტრუქტურული დანაყოფების ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი მოქმედების საჩვენებელი წვრთნა ჩატარდა.

საჩვენებელ წვრთნაში მონაწილეობდნენ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics