05:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
აშშ-ს საელჩომ შსს-ს თანამშრომლები წარმატებული თანამშრომლობისთვის დააჯილდოვა

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლას ბერლინერმა შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, საელჩოს სახელით, წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა.

შსს ადასტურებს, რომ დავით როსტომაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ბადრაგირებისას გაიქცა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ იუმორისტ დავით როსტომაშვილის თავდასხმის ფაქტზე  ერთ-ერთი დაკავებული ბადრაგირებისას გაიქცა და მიმალვა შეძლო. 

პროკურორი: ირაკლი მამალაძემ ცალსახად დაადასტურა, რომ დეკანოზს სურდა თეთრუაშვილის მკვლელობაც

" ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმემ ირაკლი მამალაძემ ცალსახად განმარტა, რომ გიორგი მამალაძეს ჰქონდა განსაკუთრებული ზიზღი თეთრუაშვილის მიმართ და მას აღიქვამდა, როგორც კარიერული წინსვლის დამაბრკოლებელ გარემოებად.

სახაზინო ადვოკატი: ირაკლი მამალაძემ თქვა, რომ შეიძლება პატრიარქის მკვლელობაც იგეგმებოდა

„ირაკლი  მამალაძემ ვერ დაადასტურა, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა და ჰიპოტეტურად თქვა, რომ შეიძლება იგეგმებოდა პატრიარქის მკვლელობა“,-ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის სახაზინო  ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. 

ადვოკატი: ირაკლი მამალაძის ჩვენება არაფერში გამოდგება, მან ვერცერთი ფაქტი დაადასტურა

მამა გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატის პაატა მეხრიშვილის განცხადებით, ბრალდების მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ სასამართლოს არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა. 

გიორგი ფანცულაია: ირაკლი მამალაძემ დეკანოზისთვის წაყენებული ბრალი არ დაადასტურა
შსს-მ კასპის რაიონში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შსს-მ კასპის რაიონში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

პროკურორის ინფორმაციით, ირაკლი მამალაძემ დაადასტურა, რომ დეკანოზს ციანიდი თეთრუაშვილის მკვლელობისთვის უნდოდა

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ირაკლი მამალაძემ თავისი ჩვენებით დაადასტურა, რომ ბრალდებულ დეკანოზს ციანიდი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობისთვის უნდოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. 

შსს იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუმორისტ დავით როსტომაშვილზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე ირაკლი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს.

შსს-მ ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ძარცვის ბრალდებით, 2 პირი: 1999 წელს დაბადებული თ.ჩ და 2002 წელს დაბადებული ზ.ვ. დააკავეს.

შსს-მ ქუთაისში ინკასაციის ავტომანქანის დაყაჩაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 3 პირი: 1981 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.თ., 1962 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და მკვლელობისათვის ნასამართლევი ა.ტ. და 1966 წელს დაბადებული ვ.ფ. დააკავეს.

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებული ბექა შენგელია მსხვერპლის სხეულის სხვა მიზნით გამოყენების ნაწილში გამართლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებული ბექა შენგელია მსხვერპლის სხეულის სხვა მიზნით გამოყენების ნაწილში გაამართლა, ხოლო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულ ბექა შენგელიას უვადო, ირმა ყოჩიაშვილს კი, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს სასამართლო სავარაუდოდ, ირაკლი მამალაძეს დაკითხავს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა დაასრულა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics