09:13 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 12:09:55, 2301 ნახვა

სამართალი
საგარეო: ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს ბრალი კონტრაბანდის მუხლით აქვთ წარდგენილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამმართველოს უფროსის გრიგოლ მაგრაქველიძის განცხადებით,  ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს ბრალი კონტრაბანდაში ედებათ.

მისივე თქმით, ლიბიაში არსებული შიდა კონფლიქტის და ადგილზე საქართველოს რეზიდენტი საელჩოს საკონსულოს არ არსებობის პირობებში, ქართული მხარის ხელთ არსებული საკონსულო დაცვის ბერკეტები საკმაოდ შეზღუდულია.

„ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემის, REX-ის დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს ეცნობა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერგემზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 11 წევრი, მათ შორის სამი საქართველოს მოქალაქე. გემი გადაყვანილია ტრიპოლის პორტში. ამჟამად, მეზღვაურები იმყოფებიან ქალაქ ტაჟურას დამანის ციხეში (Dhaman Prison in Tajura). მათ ბრალი ედებათ კონტრაბანდის მუხლით. საქმეს იძიებს ლიბიის პროკურატურა. მეზღვაურების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს (რომელიც აკრედიტებულია ასევე, ლიბიაში) მეშვეობით.

 ლიბიაში არსებული შიდა კონფლიქტის, დაძაბულობის და ადგილზე საქართველოს რეზიდენტი საელჩოს საკონსულოს არ არსებობის პირობებში ქართული მხარის ხელთ არსებული საკონსულო დაცვის ბერკეტები საკმაოდ შეზღუდულია.

 მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ქართული მხარე იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას ჩვენი თანამოქალაქეებისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. კერძოდ, ჩვენი თხოვნით მაქსიმალურად გვეხმარებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, სახელდობრ, ლიბიაში უნგრეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა. ასევე, ვინაიდან ხომალდის ეკიპაჟის 11 წევრიდან 5 თურქეთის მოქალაქეა, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოც მუშაობს თურქულ მხარესთან, მათი პოზიციის გარკვევასა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე. ამჟამად მიმდინარეობს განხილვა საქართველოს დაკავებული მოქალაქეებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის ოპტიმალური გზების განსაზღვრის მიზნით“,-განაცხადა გრიგოლ მაგრაქველიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics