01:58 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ავარიული დაჯდომის ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ავარიული დაჯდომის ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გალის რაიონის სოფელ თაგილონში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს, - ამის შესახებ ინორმაცია "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს
ომბუდსმენი პროკურატურას ჰომოფობიური ნიშნით მომხდარ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დროულად განახორციელოს რეაგირება – სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელების მხრიდან თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორისა და მოძრაობის წევრის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.

განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულებს 18 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულებს 18 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსმა გამომძიებლებმა მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას ოლგა დემინას მკვლელობა გახსნეს, - ამის შესახებ Newsru.com იუწყება.

გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ოჯახის 5 წევრი ემსხვერპლა

გურიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სატვირთო  ავტომობილს მისაბმელი მოწყდა, რომელიც საავტომობილო გზაზე მოძრავ მსუბუქ მანქანას დაეცა. შედეგად, მსუბუქ ავტომობილში მსხდომი 5 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ქვემო ქართლში მამაკაცის წამებისა და გაუპატიურების ბრალდებით 5 პირია დაკავებული

გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში მამაკაცი აწამეს და გააუპატიურეს, - აღნიშნული ფაქტი "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წალკის ბაზას მოსწავლეები ესტუმრნენ
სტრასბურგის მოსამართლეობის 2 კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით, გასაუბრებები 26 აგვისტოს გაიმართება

26 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები გაიმართება. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. 

სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებისთვის ბრალდებული დ.ჩ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით. ამავე განაჩენით დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი დ.პ., გ.ქ., გ.გ. და ვ.თ. სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით. 

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო
შსს-მ რეაგირება მოახდინა აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის 35 ფაქტზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე, აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის შესახებ მიღებულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „ჯემ ფესტზე“ შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები: 12 კილო და 900 გრამი კოკაინი, 1 კილო და 792 გრამი ჰეროინი, 1343 აბი „სუბუტექსი“, კოდეინის შემცველი 2863 აბი, 14 კილო და 425 გრამი კანაფი, 14 კილო და 456 გრამი მარიხუანა, 25,6 გრამი მეტადონი, 797 აბი „მდმა“, 1820 აბი „ტრამადოლი“, ასევე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ახალი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics