|
2017-12-18 17:47:09, 1958 ნახვა
სამართალი
მოქალაქეს, რომელიც პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებდა, ცრუ დასმენისთვის 5 წელი მიესაჯა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ოდენა ბარამია დამნაშავედ სცნო. ოდენა ბარამია პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით ბრალდება არ დადასტურდა და მოქალაქე ცრუ დასმენისთვის პასუხისგებაში მიეცა: „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 05:25 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ო.ბ.-მ, სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევის ტერიტორიაზე ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ მყოფი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანის სწორი და უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც გადავიდა გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს და ჩავარდა წყლის საწრეტ არხში. აღნიშნული შეამჩნიეს საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის სამმართველოს თანამშრომლებმა, რომელთა კანონიერ მოთხოვნას ო.ბ. არ დაემორჩილა, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაქცევა სცადა, რა დროსაც იგი დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით. პოლიციის თანამშრომლებმა ო.ბ.- ს განუმარტეს, რომ მას ჩადენილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, რის შემდეგაც მან სამართალდამცველებს მოსთხოვა არ შეედგინათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მათ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ საჩივრის შეტანით დაემუქრა. მიუხედავად მუქარისა, პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინეს. აღნიშნულით განაწყენებულმა ო.ბ.-მ, სამაგიეროს გადახდის მიზნით, 2016 წლის 7 აპრილს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას მიმართა საჩივრით, სადაც მიუთითა, რომ თითქოსდა პოლიციის მუშაკებმა გადაამეტეს მათი უფლებამოსილება და გამოიყენეს მის მიმართ ძალადობა, მიაყენეს მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო, ტრასოლოგიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებით ო.ბ.-ს მიერ მითითებული გარემოებები არ დადასტურდა. ო.ბ.-ს ბრალდება 2016 წლის 24 ნოემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ო.ბ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)