01:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, ერთობლივი ღონისძიების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლისას, 1971 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე აჰმეთ სამი ონეი დააკავეს.

 

შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონო ხე-ტყე ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 14 პირი:  1972 წელს დაბადებული ისააკ ბ, 1971 წელს დაბადებული ჯამბულ კ, 1980 დაბადებული გოჩა მ, 1984 წელს დაბადებული არჩილ შ,1981 წელს დაბადებული მინდია ც, 1957 წელს დაბადებული ნოდარ გ, 1982 წელს დაბადებული დავით ქ, 1986 წელს დაბადებული გიორგი მ, 1979 წელს დაბადებული ზაქარია ს, 1971 წელს დაბადებული ზაქარია ა, 1987 წელს დაბადებული ლევან ხ, 1966 წელს დაბადებული გელა ფ, 1982 წელს დაბადებული მანუჩარ პ. და 1957 წელს დაბადებული შალვა გ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის, ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე ამხილეს.

 

მეტრო "რუსთაველთან" დასუფთავების სამსახურის მანქანა მსუბუქ ავომობილს შეეჯახა

მეტრო „რუსთაველთან“ დასუფთავების სამსახურის მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

 

ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ ბათუმის ნავსადგურის დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ ბათუმის ნავსადგურის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

 

შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ცოლ-ქმარი - 1987 წელს დაბადებული ვახტანგ ბ. და 1989 წელს დაბადებული მარიამ გ. თბილისში დააკავეს.

 

შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი კამერუნის მოქალაქე დააკავა
შსს-მ 32 კილოგრამი ტროტილი ამოიღო
დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს
თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

 

ქედაში ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქედაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

 

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლი „ვალე“-ს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის-ტარების, გასაღების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გადაზიდვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.

 

შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი მოქალაქე დააკავა

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო-საკონტროლო გამშვებ პუნქტში, უკრაინიდან საქართველოში შემოსვლისას, 1977 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკისა და შვედეთის მოქალაქე აისენ ალჰან ფურჰოფი დააკავეს.

 

შსს-მ თამარაშვილზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1987 წელს დაბადებული დავით თ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

 

თამარაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, "გალფის" ბენზისნგასამართ სადგურზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 

 

შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები ახალი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics