ქრთამის აღების ფაქტზე რუსთავის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ რუსთავის საკრებულოს, მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, გრიგორ კამკამიძე დააკავა.