|
2016-10-06 12:47:36, 1443 ნახვა
სამართალი
სადახლოსა და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
სადახლოსა და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 30 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს (219,75 გრ) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 17,609.92 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. „ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა 1 ოქტომბერს სგპ ,,თბილისის აეროპორტში“, სადაც არადეკლარირებული ოქროს (816,54 გრ) ნაკეთობები გამოავლინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 47,366.88 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. 1 ოქტომბერს, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობების კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“. მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს (40,65 გრ) ნაკეთობები ბრილიანტის თვლებით აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3,658.35 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3,658.35 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)