შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ნიკა მ., 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით ბ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პაატა უ., ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.