08:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 14:46:07, 1468 ნახვა

სამართალი
ოჯახის წევრების განცხადებით, მოკლული გიორგი შენგელია "კრწანისის" ბაზაზე ძმასთან ერთად არ იმყოფებოდა

მოკლული გიორგი შენგელიას ოჯახის წევრების განცხადებით, გარდაცვლილი "კრწანისის" სამხედრო ბაზაზე ძმასთან ერთად არ იმყოფებოდა.

შენგელიას ბიძაშვილის გიორგი მებონიას თქმით, გაუგებარია რატომ გამოცხადდა ძებნა გარდაცვლილის ძმაზე.

“სამნი იყვნენ შესული მეგობრის სანახავად. გუშაგი ვალდებული არ იყო ესროლა, ჯერ სიტყვიერი გაფრთხილება უნდა მიეღო, შემდეგ ჰაერში უნდა განეხორციელებინა სროლა. ჩვენი ინფორმაციით, შიდა პერიმეტრში არ იმყოფებოდნენ, ისინი იყვნენ გარეთ, დანარჩენი ორი არ არიან ზუგდიდელები, ისინი თბილისელები არიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გიგას ძმაც იქ იყო, არის ტყუილი. რატომ გამოცხადდა მასზე ძებნა, ეს ჩვენთვის გაუგებარია“, - განაცხადა გიორგი მებონიამ.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.

„2016 წლის 23 ოქტომბერს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა სადღეღამისო განწესში. დაახლოებით 03:30 საათზე, მან დასაცავ ტერიტორიაზე შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. რამდენადაც თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ.

სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოჩენილი იქნა უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს“, - განმარტავენ უწყებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics