პირი, რომელმაც, სავარაუდოდ, ირაკლი ოქრუაშვილს ცეცხლი გაუხსნა, დაკავებულია. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, დღეს საქართველოში მოსამართლეებს უსმენენ და ასეთ პირობებში მოსამართლე თამამ და სწორ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ადასტურებს, რომ ჩანაწერში ნამდვილად მისი ხმა ისმის და მსგავს პრობლემატურ საკითხებზე ბევრჯერ ბევრ ადამიანთან უსაუბრია.
მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაშა დვალიშვილი ლაგოდეხის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ი.მ. თბილისში დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის და დიდი ბრიტანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო და სისხლის სამართლის მიმართულებით აუდიტის განმახორციელებელი დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More