03:06 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
შონ ო’სალივანი: აზიის განვითარების ბანკი საქართველოს პრიორიტეტული პარტნიორია

„აზიის განვითარების ბანკი საქართველოს პრიორიტეტული პარტნიორია და დიდი ინტერესი აქვს, იყოს კონტრიბუტორი საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებაში, რასაც დიდი გავლენა ექნება არა მხოლოდ საქართველოზე,  არამედ  აზიის განვითარების ბანკის სხვა წევრ ქვეყნებზეც“, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა შონ ო’სალივანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ბანკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. 

 

ეკონომიკის სამინისტრომ ახალი ვებგვერდის WWW.DCFTA.GOV.GE -ს პრეზენტაცია გამართა

 „ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდის  - www.dcfta.gov.ge -ს  პრეზენტაცია გაიმართა. 

 

აზიის განვითარების ბანკი ძირულა-ჩუმათელეთის მაგისტრალს დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ფონა - ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დააფინანსებს.

 

I კვარტალში მშპ-ის მაჩვენებელმა 8 318,0 მილიონი ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 318,0 მილიონი ლარი შეადგინა.

 

იანვარ-მაისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.9%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3944.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით მეტია.

 

დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის გენერალურ დირექტორს ხვდება

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის გენერალურ დირექტორს შონ ო'სალივანს ხვდება.

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა AIIB-ის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის რანგში მმართველთა საბჭოს დღევანდელი დისკუსია წაიყვანა

როგორ შეუძლია აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) დაეხმაროს ქვეყნებს, მოიზიდონ კერძო კაპიტალი და შესაბამისად, რა ინსტრუმენტების განვითარებაა მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით - ეს იყო ბანკის მმართველთა საბჭოს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, როგორც ბანკის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარემ წაიყვანა.

 

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი ბათუმის შემოვლით გზას დააფინანსებს

კორეის რესპუბლიკაში, სადაც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მმართველთა საბჭოს წლიური შეხვედრა მიმდინარეობს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან ბათუმის შემოვლითი გზის დაფინანსების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

 

1 დოლარი 2.4106 ლარი ღირს

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ახალი ნორმატიული აქტები მიიღო

მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ახალი ნორმატიული აქტები მიიღო

ეროვნული სეისმორუკების შესაქმნელად ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ეროვნული სეისმორუკების შესაქმნელად  ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რუხის სავაჭრო ცენტრში „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო ცენტრი გახსნა

რუხის სავაჭრო ცენტრში, საქართველოში ავტო სერვისის ლიდერმა კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო ცენტრი „თეგეტას აკადემია“ გახსნა და  არსებული ფილიალი გააფართოვა.

 

დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საქმიანობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან დი ჟეი პანდიანთან (Mr.D.J.Pandian) და დენი ალექსანდერთან (Danny Alexader) შეხვედრაზე, რომელიც სამხრეთ კორეაში, AIIB-ის მმართველთა საბჭოს წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

 

გიორგი გახარია ბორჯომის ალუმინის ქილებში ჩამომსხმელი ახალი ხაზის გაშვებას დაესწრო

ბორჯომის პირველ ჩამომსხმელ ქარხანაში ახალი საწარმოო ხაზი ამოქმედდა, რომლის გაშვებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრი დაესწრო. 

დიმიტრი ქუმსიშვილი: აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისაგან გვაქვს სრული მხარდაჭერა

„ჩვენ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისაგან (AIIB) გვაქვს სრული მხარდაჭერა როგორც სტრუქტურული რეფორმების, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებით", - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ღია კარის დღეს გამართავს

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ 20 ივნისს, 19:00 საათზე, მაგისტრანტებისთვის ღია კარის დღეს გამართავს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics