DCFTA-ს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა
ზუგდიდში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ, კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ორგანიზებით, ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.