მსოფლიო ბანკი ადასტურებს, რომ სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვა კანონთან შესაბამისობაშია
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ფინანსთა სამინისტროს მისამართით გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის წამყვანმა ეკონომისტმა, რაშმი შანკარმა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი თაბუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განცხადა, რომ მსოფლიო ბანკი სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვის კანონთან შესაბამისობას ადასტურებს.