კვირიკაშვილი ეროვნულ ბანკზე: ორი თვის ძალიან გამჭვირვალე პროცესის შემდეგ, ვეტოს გამოყენების მიზეზს ვერ ვხედავ
„ორი თვის ძალიან გამჭვირვალე პროცესის მერე, რომელშიც ჩართული იყო ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, მე ვერ ვხედავ ვეტოს გამოყენების მიზეზს“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.